11:54 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-03 17:49:10, 862 ნახვა

ეკონომიკა
დღეის მდგომარეობით, ატმის ექსპორტის მაჩვენებელი 2,955 ტონაა

მიმდინარე წლის 2 ივლისის მონაცემებით საქართველოდან 2,955  ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 2,610 ტონით (9-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 
ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 2 ივლისის  მდგომარეობით, 1,619 ათასი  აშშ დოლარს შეადგენს.

ატმის საბითუმო ფასი 30-დან 70 თეთრამდე მერყეობს. ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (63,8 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (17,4 %),  სომხეთის რესპუბლიკაში (15,5 %), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხორციელდება.
ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას. 

10-15 ივლისიდან, მას შემდეგ, რაც „ატმის რთველი“ აქტიურ ფაზაში შევა, ქვეყნის მასშტაბით ატამს 2 გადამამუშავებელი ქარხანა ჩაიბარებს (თელავში, შპს „აჩინებული“ და გორში „კულა“).  საჭიროების შემთხვევაში, გაიხსნება გურჯაანში არსებული ქარხანაც. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ შიო III-სთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, ყოფილიყო ქართველთა შორის შემრიგებლის ხმა
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რუსეთში, სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics