10:38 - 31 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-07 16:02:54, 1086 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: საკრედიტო-საგარანტიო რეფორმა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

„სამუშაო ადგილების შექმნა არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და სწორედ ამ მიმართულებით საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედება  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. 

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მთავრობა აგრძელებს მუშაობას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით - უკვე დამტკიცებულია  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს.

 როგორც მინისტრი აღნიშნავს, საკრედიტო-საგარანტიო რეფორმაზე მუშაობის პროცესში  უკვე გაიმართა არაერთი შეხვედრა რეფორმაში ჩართულ მხარეებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან რეფორმის გასატარებლად საჭირო ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარის სურვილია, რომ ევროკავშირი იყოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ერთ-ერთი თანამონაწილე.

საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის შესახებ პირველ ვიცე-პრემიერს მაისის ბოლოს აშშ-ში ვიზიტისას დეტალური საუბარი ჰქონდა სავალუტო ფონდში.

„მოგეხსენებათ, ფისკალური ჩარჩოს კუთხით, თუ ეს ეხება ბიუჯეტიდან გარკვეული მიმართულების სტიმულირებას, რა თქმა უნდა, დონორ ორგანიზაციებთანაა შესათანხმებელი. ჩვენ მათგან მივიღეთ თანხმობა, რომ ამ მიმართულებით ერთად ვიმუშავებთ და საბოლოო ჯამში, ამ რეფორმის გატარება კიდევ უფრო დაეხმარება ახალი სამუშაო ადგილების შექმას, რომელიც ასე გვჭირდება", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ განკარგულებით სულხან თამაზაშვილს პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
რუსეთში, სარატოვში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
აშშ ევროპიდან ჯარების გაყვანას იმაზე სწრაფად გეგმავს ვიდრე მოსალოდნელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics