13:06 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 17:43:21, 1551 ნახვა

ომი უკრაინაში
მარკ მილი - უკრაინა ძალიან კარგად არის მომზადებული, თუმცა ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევას

უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევებისთვის ძალიან კარგად არის მომზადებული, - ამის შესახებ ამერიკელმა, გენერალმა მარკ მილმა CNN-თან საუბრისას განაცხადა.  

მისივე თქმით, უკრაინა არის ომში, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა, როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის.

მარკ მილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად კარგად მომზადებისა, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რა შედეგები მოჰყვება კონტრშეტევებს.

"უკრაინა ომშია, რომელიც ეგზისტენციალური საფრთხეა უკრაინისთვის და გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს დანარჩენი მსოფლიოსთვის - ევროპისთვის, ამერიკისთვის, თუმცა ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის", - თქვა მარკ მილმა.

შეგახსენებთ, 3 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევების დასაწყებად მზადაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics