05:34 - 03 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-20 13:05:02, 775 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ნატახტარში, 11 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილ ახალ საწარმოში 100 ადამიანი დასაქმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ახალი საწარმოს გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სოფელ ნატახტარში მდებარე კომპანია „ფუდ ალიანსის" საწარმო პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს აწარმოებს და სრულადაა აღჭურვილი ახალი, ევროპული მაღალტექნოლოგიური დანადგარებით.

საწარმო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" სესხის პროცენტის თანადაფინანსებითა და EBRD-ის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში გაიხსნა. 
„ძალიან გვიხარია, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს დახმარებით უამრავი ახალი საწარმო იხსნება. ეს საწარმო აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით, ყველა მანქანა-დანადგარი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდანაა ჩამოტანილი. ეს არის ქართულ-ფრანგული, 11 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია და რაც მთავარია, ასაქმებს 100-მდე ადგილობრივ მცხოვრებს. ვულოცავ ინვესტორებს, საქართველოს და ჩვენს სამინისტროს ამ წარმატებას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა საწარმოს დათვალიერების შემდეგ.

კომპანია წარმოებისა და ბიზნესის განვითარების სექტორში, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქართველი და ფრანგი პარტნიორების მიერ დაარსდა. „ფუდ ალიანსის" ახალი საწარმო მომხმარებელს,   ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ  ევროპული სტილის პურ-ფუნთუშეულის დიდ ასორტიმენტს სთავაზობს. დღესდღეობით, საწარმოში 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტი მზადდება და მიეწოდება როგორც მსხვილ სავაჭრო ქსელებს, ასევე სასტუმროებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics