|
2021-11-17 11:29:28, 1198 ნახვა
ეკონომიკა
„ლიბერთის“ ახალმა გუნდმა ახალი ბარათი წარადგინა
ლიბერთი ბანკმა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი და უნიკალური საკრედიტო ბარათი „ახალი“ წარადგინა, რომელიც განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს. ,,ახალი" ბარათი მათთვის შეიქმნა, ვისაც სურს სწორად მართოს თავისი ფინანსები, შეუფერხებლად გააკეთოს შენაძენი ნებისმიერ დროს და რაც მთავარია, დახარჯული თანხიდან სოლიდური ‘ქეშბექი’ დაიბრუნოს. ყოველი თვის დასაწყისში მომხმარებელს შეუძლია წინასწარ აირჩიოს სასურველი კატეგორია: ჯანმრთელობა და სილამაზე, სურსათი, კვება, ავტო, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გართობა. არჩეულ კატეგორიაში ისინი მიიღებენ მუდმივ 5%-მდე ქეშბექს. ხოლო, თუ არჩეულ კატეგორიის ფარგლებში ლიბერთის პარტნიორი 400-ზე მეტი კომპანიაც მოხვდება, მაშინ კატეგორიის ქეშბექს პარტნიორის ქეშბექიც დაემატება და ბარათის მფლობელი, ჯამში, უპრეცედენტოდ მაღალ სარგებელს მომენტალურად მიიღებს. ახალი ბარათიდან ლიმიტის გამოყენებისას მოქმედებს 55-დღიანი საშეღავათო პერიოდი. თუ ათვისებული თანხის დაბრუნება 55 დღეში არ სურს, მომხმარებელი მხოლოდ ერთი სახის ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის ყოველთვიურად, მის მიერვე არჩეულ სასურველ რიცხვში. ფიქსირებული გადასახადი, ფიქსირებულ რიცხვში ძალიან მარტივს ხდის ბარათის მოხმარებას. „ახალი“ ბარათის უფასოდ მიღება უკვე დღეიდანაა შესაძლებელი ლიბერთის ფილიალებსა და სერვისცენტრებში, ასევე ინტერნეტ ბანკით - ლიბერთის მომხმარებლისთვის. „ჩვენი გუნდის მიზანია, შევქმნათ მარტივი და გასაგები საბანკო მომსახურებები, ვიზრუნოთ ადამიანებზე, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და, ამ გზით, გავაუმჯობესოთ ჩვენი მომხმარებლის ცხოვრება. ახალ ბარათს მთელს რეგიონში არ აქვს ანალოგი - სრულიად განსხვავებული საბანკო პროდუქტია, რომელიც მომხმარებელს, სწორად მოხმარების შემთხვევაში, მაღალ სარგებელს დაუბრუნებს. რაც მთავარია, ბარათი არის უპროცენტო, მას აქვს ერთადერთი და უცვლელი ყოველთვიური გადასახადი - შესაბამისად ჩვენს მომხმარებელს არასოდეს ექნება გაუთვალისწინებელი ხარჯი. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ახალი ბარათი არის ლიბერთის ახალი პროდუქტების სერიის პირველი ნაბიჯი. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და დღეიდან, მუდმივად გვექნება სიახლეები ჩვენი მომხმარებლისთვის.’- განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა. დამატებითი ინფორმაციისთვის ახალი ბარათის შესახებ გთხოვთ ეწვიოთ: www.libertybank.ge
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)