|
2021-11-16 21:23:57, 1001 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და “კატაპულტ ჯორჯიას” შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად “Catapult Georgia” ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი. როგორც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ამით ხელი შეეწყობა ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე. სილიკონის ველის ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის, „Catapult Ventures“-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. „კატაპულტის“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერმა დამსწრე აუდიტორიას ფონდის გეგმები გააცნო. ფონდი ქართულ სტარტაპებს ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დაეხმარება, ისევე, როგორც მსხვილი ამერიკელი ინვეტორების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში. " „კატაპულტი“ არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება 100-ზე მეტ კომპანიაში განახორციელესს. ფონდის მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია „Jet.com“-ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), „Dollar Shave Club“-ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), „Freshly“-ში (შეიძინა „Nestle“-მ $1,5 მილიარდად) „IfOnly“-ში (შეძენილია „Mastercard“-ის მიერ) „MapR Technologies“-ში (შეძენილია „HP“-ის მიერ) და მრავალი სხვა. ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს „Madison Reed“, „Qumulo“, „InsideView“, „Price.com“, „Zenplace“, „Kanler“, „Joy“, „Manufactured.Net“, „BillFloat“ და ბევრ სხვა კომპანიას, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. „Catapult Ventures“-ის პარტნიორები საქართველოში არიან “სტარტაპ გრაინდ თბილისი” და „US Market Access Center“. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ასევე ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან."-ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)