03:52 - 03 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-03 16:02:23, 908 ნახვა

ეკონომიკა
კერძო სექტორის მხარდასაჭერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფო-ტურებს აგრძელებს

ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით სხვადასხვა ტურისტული კომპანიების 20 წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa" – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, "GTA" – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.-ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურის მონაწილეები ახალციხეში „პურის ფესტივალს" დაესწრნენ. ღონისძიება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ"  დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად გამართა. ფესტივალის მიზანია ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაცია, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება. ფესტივალზე ცალკე სივრცე დაეთმო ქართულ ხორბალს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პური და ადგილობრივი პროდუქტები გაესინჯათ.

"ფესტივალამდე ტურის მონაწილეებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭკარში  ისტორიული სახლები, უძველესი  საწნახელი  და ვაზის ჯიშების დაათვალიერეს, ეწვივნენ ნიჯგორის უძველესს მარნებს, სოფელ საროში კი II ათასწლეულის მეგალითური ნაგებობები და  მესხური დარბაზები დაათვალიერეს.

ინფო-ტურის მონაწილეებმა ასპინძაში  „ქვევრის ლუდი" -მინი ქვევრის ლუდის საწარმო და საოჯახო სასტუმრო დაათვალიერეს, ეწვივნენ  სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმს და  წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესიას.

ინფო-ტურების მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ. ტურების შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი და უცხოელი მოგზაურებისთვის ტურისტული პაკეტები მზადდება."

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics