|
2021-11-01 18:18:00, 1028 ნახვა
ეკონომიკა
UN WTO გენმდივანი – საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანია ადგილობრივი ტურიზმის დახმარება და კოვიდპანდემიის გავლენის შესუსტება
„განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელთა მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ტურიზმის ინდუსტრიას აღდგენასა და კორონა-ვირუსის პანდემიის გავლენის შესუსტებაში, აგრეთვე სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში," - ასე აფასებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UN WTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს მთავრობის ანტიპანდემიურ და ადგილობრივი ტურიზმის მხარდამჭერ პოლიტიკას წერილში, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამოგზავნა. წერილში დადებითადაა შეფასებული საქართველოს სამთავრობო დელეგაციის მონაწილეობა UN WTO - ს მიერ ორგანიზებულ ტურიზმის მომავლის მსოფლიო სამიტზე, რომელიც 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართა. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში და ვრცლად ისაუბრა როგორც პანდემიის პირობებში ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერის საქართველოს გამოცდილებაზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ამ მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებზე. „უაღრესად ღირებული იყო თქვენი დასწრება მინისტრთა დებატებზე ტურიზმის შესახებ ხალხის, პლანეტისა და კეთილდღეობის მომავალის კუთხით და მადლობას გიხდით თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. თქვენმა გზავნილებმა მოწონება ჰპოვეს როგორც ადგილზე მონაწილეთა შორის, ისე ვირტუალური სივრცის მეშვეობით მთელი მსოფლიოდან ჩართულ მონაწილეების მხრიდან. UN WTO-ში ჩვენ გავაგრძელებთ წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საჯარო და კერძო სექტორთან, რათა უზრუნველვყოთ ტურიზმის სექტორის გრძელვადიანი აღდგენა. ეს ღონისძიება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ, რაც აისახა დოკუმენტში „ბარსელონას მოქმედებისკენ მოწოდება: ტურიზმის ახალი დღის წესრიგისკენ: ხალხისთვის, პლანეტისთვის და კეთილდღეობისთვის" - აღნიშნულია წერილში. „ვიმედოვნებ, რომ შეგვიძლია თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის იმედი ვიქონიოთ ამ დოკუმენტის არსის რეალიზებაში, ტურიზმის ტრანსფორმაციისკენ მიმავალ პროგრესის დაჩქარებაში, ხალხისა და პოლიტიკის შემქმნელების გაძლიერებაში, უკეთესი ტურიზმის ასაშენებლად მომავალი თაობებისთვის. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელოთ ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა მომავალ წლებში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი არსებული კავშირები," - აღნიშნულია UN WTO - ს გენერალური მდივნის წერილში.
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)