|
2021-10-29 18:07:12, 1137 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრომ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულში მიიღო მონაწილეობა
საქართველოში 25-29 ოქტომბერს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ჩატარდა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2021 წლის 25 მარტს 75-ე სესიის ფარგლებში, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანაინიციატორიც საქართველოა. რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება. კვირეული შემაჯამებელი კონფერენციით დაიხურა, რომლის მიზანსაც საქართველოში მედიაწიგნიერების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა, განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა. - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნონით, კვირეულში მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. შემაჯამებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ განაცხადა, რომ მედია და ინფორმაციული წიგნიერება ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების ერთერთი წინაპირობაა. მან ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ძირითად აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე, აგრეთვე ელექტრონული კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით არსებულ აქტივობებზე, გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე. „ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 5000 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მშენებლობა 1000-მდე დასახლებულ პუნქტში. საუბარია ისეთ დასახლებებზე, სადაც კერძო სექტორს არ აქვს ბიზნეს ინტერესი, განავითაროს საკუთარი სატელეკომუნიაციო ქსელები. ამით სახელმწიფო კერძო სექტორს მისცემს საშუალებას, საბოლოო მომხმარებელს მიაწოდოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი. გარდა ამისა, ხორციელდება სათემო ინტერნეტიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებები, პარალელურად კი ამავე სტრატეგიის შესაბამისად, ხორციელდება ციფრული წიგნიერებისა და უნარების განვითარების პროგრამები და პროექტები, რაც ერთობლიობაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარებას", - აღნიშნა ეკა ყუბუსიძემ. "მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ. საქართველოში მედიაწიგნიერების კვირეული კომუნიკაციების კომისიასიის ორგანიზებით გაიმართა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვადასხვა სახელმწიფო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციების ჩართულობით, კვირეულის ფარგლებში ჩაატდა მნიშვნელოვან ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების განვითარებას."- ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)