03:06 - 03 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-29 13:53:29, 990 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - საქართველო ევროპული სახელმწიფოების სამეულშია, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ

ვფიქრობ, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა - ეს ემყარება იმას, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავამ მაგალითად მოიყვანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში, რომლის თანახმადაც ევროპის კონტინენტზე საქართველო, ესტონეთთან და ირლანდიასთან ერთად, შედის ევროპული სახელმწიფოების სამეულში, რომელთაც ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი აქვთ.
 
„პროგნოზის ავტორია საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 2021 წლისთვის 7,7 პროცენტი იქნება. ამასთან, სავალუტო ფონდი, ტრადიციულად, ყველაზე კონსერვატიულ პროგნოზს აკეთებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა იქნება ორნიშნა და ამას ემყარება ჩვენი რწმენა იმისა, რომ საქართველო კვლავაც იქნება ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპის თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics