|
2021-10-28 12:51:07, 946 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სამინისტროს სახელით, ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსს, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტს რევაზ არველაძეს 80 წლის იუბილე მიულოცა. "ბატონ რევაზ არველაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, სადაც ბატონი რევაზის არაერთი მოსწავლე, უმცროსი მეგობარი და კოლეგა მუშაობს, ვულოცავ მას იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ბატონი რევაზ არველაძე საქართველოს ენერგეტიკის ნამდვილი მემატიანეა. მან მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ყველაზე სტრატეგიული დარგის - ენერგეტიკის განვითარებაში. სხვადასხვა წლებში ბატონი რევაზი იყო საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი, პარლამენტის ენერგეტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ენერგეტიკის სექტორში ქვეყნის უმსხვილესი სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების - ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და დღემდე არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი. მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის" პროექტი. ასევე, ბატონი რევაზის უშუალო მონაწილეობით დამუშავდა საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ". გარდა ამისა, ის ავტორია არაერთი ენერგეტიკული კანონპროექტისა, რომელთა მიღებამ დიდი წვლილი შეიტანა ენერგეტიკის განვითარების საქმეში. თავისი ხანგრძლივი პროფესიული მოღვაწეობის მანძილზე, ბატონი რევაზ არველაძე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არსებულის აღდგენა - განახლების საქმეში. ცალკე აღსანიშნავია რევაზ არველაძის საქმიანობა პედაგოგიურ და სამეცნიერო ასპარეზზე. მისი უშუალო ჩართულობით დაინერგა თანამედროვე სასწავლო პროგრამა ენერგეტიკაში, რაც საბოლოო ჯამში დარგისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავდა მიზნად. ბატონი რევაზის უშუალო თაოსნობით დაფუძნდა სამეცნიერო - ტექნიკური ჟურნალი „ენერგია", რომელშიც თავისი კვლევა არაერთმა ცნობილმა ენერგეტიკოსმა გამოაქვეყნა. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ბატონ რევაზს 80 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს და ქვეყნის ენერგეტიკის სასარგებლოდ კიდევ არაერთ საჭირო საქმის კეთებას ვუსურვებ." - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)