|
2021-10-26 16:49:18, 511 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს მთავრობის ნომერი პირველი ამოცანა დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ტურიზმის სამიტზე სფეროს წარმომადგენლებს "განახლებული რეგიონების" პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორცილდება და ხელს უწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. - ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დასაქმების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ნომერი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი არის დასაქმების პრობლემის აღმოფხვრა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მინისტრის მოადგილემ მსოფლიო ტურიზმის წარმომადგენლებს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის აღდგენის სწრაფ ტემპზე საქართველოს გამოცდილება და მიღწევები გაუზიარა. „მსოფლიო ტურიზმის სამიტზე, მინისტერიალის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, თუ როგორ მოვახერხეთ ასეთ მოკლე დროში კოვიდის მიუხედავად ასეთი სწრაფი ტემპით ტურიზმისა და ავიაციის აღდგენა. გარდა ამისა ვისაუბრეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მნიშვნელობაზე, საქართველომ მოიყვანა მაგალითი განახლებული რეგიონების პროექტის, რომელიც ხელს შეუწყობს, არამხოლოდ პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარებას, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ყველა რეგიონში. ასევე ვისაუბრეთ დასაქმების მნიშვნელობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და სხვა ქვეყნებს გააჩნია კოვიდ-19-ის რეალობაში. რა თქმა უნდა აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, პოზიციონირებას და ჩვენ ამაყები ვართ, რომ საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოიაზრება, როგორც კოვიდის დროს სწრაფი აღდგენის ტემპის მქონე ქვეყანა ტურიზმსა და ავიაციაში."-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. "სამიტი ესპანეთში, ბარსელონაში იმართება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი წარმოადგენენ."-ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)