|
2021-10-26 11:57:44, 605 ნახვა
ეკონომიკა
საქართველომ ისტორიაში პირველად ევროკომისიის კულტურული მარშრუტების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, ღვინის კომპანია "შუმი" საერთაშორისო უმაღლესი ტიტულის „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში" მფლობელი გახდა. ეს აღიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსა და ქართული მევენახეობა-მეღვინეობის პოპულარიზაციისთვის მსოფლიო ბაზარზე. საერთაშორისო ჯილდო დაფუძნდა ევროპის საბჭოს ორი კულტურული მარშრუტის – „Iter Vitis -Phoenicians route" მიერ, რომლის მიზანს წარმოადგენს ორი საერთაშორისო ქსელის წევრ ქვეყნებში კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერება, გამოცდილების, შემოქმედებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა დაფუძნდა 1987 წელს, რომელიც დროსა და სივრცეში მოგზაურობის მეშვეობით წარმოაჩენს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წვლილს საერთო კულტურულ მემკვიდრეობაში და ხელს უწყობს დღევანდელი ევროპის მრავალფეროვნებას, კულტურული ტურიზმის მდგრად განვითარებას. ღვინის კომპანია „შუმი" დაარსდა 1997 წელს კახეთში, წინანდალში. ტურისტული კომპლექსი 9 ჰექტარზეა განთავსებული და ალექსანდრე ჭავჭავაძის ეროვნულ პარკს ესაზღვრება. კომპლექსი აერთიანებს 38 ტურისტულ ლოკაციას, რომელთა შორის არის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 1300-ზე მეტი ჯიში, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი ქართული ვაზის ჯიშებია დაცული.
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)