|
2021-10-19 14:27:58, 1455 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპის მასშტაბით 12% იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს
მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი,12% იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, წლის ბოლოს დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საშუალო და მცირე ბიზნესსა და სოფლის მეურნეობას იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მეტად განვითარდეს. „ჩვენ გვაქვს მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ პროექტებს განვახორციელებთ, უფრო მეტად წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ზოგადად ბიზნესთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვექნება იმისთვის, რომ საერთო სინერგია შევქმნათ და უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)