01:30 - 03 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 16:31:55, 975 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის მრჩეველს, ენრიკო აავის, რომელმაც ამ პოზიციაზე კრისტიან კორსი ჩაანაცვლა.-ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2017 წლიდან ხორციელდებოდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერებისა და რეფორმების სამწლიანი პროექტი. მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს აღნიშნული პროგრამის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას.  IMF-ის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 2017-2020 წლებში განხორციელებული პროექტის ფარგლებში:  დაინერგა თანამედროვე საგადასახადო რეგისტრაციის სისტემა; გაუმჯობესდა კანონშესაბამისობის რისკის იდენტიფიცირების და მართვის პროცესი,  დაინერგა დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დღგ-ის თანხის დაბრუნების გამარტივებულ და სწრაფ პროცედურებს. ამასთან  სხვა არაერთი მიმართულებით გაიზარდა საგადასახადო ადმინისტრაციის ეფექტურობა.

"აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახორციელა საქართველოს საგადასახადო ადმინისტრაციის შეფასება TADAT-ის მეთოდოლოგიით, რომლის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება TADAT-ის 8 ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში აჩვენა.

ამავე დროს, შეხვედრაზე ისაუბრეს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე, რომლის მიზანია, საგადასახადო ადმინისტრირების პროცესის კიდევ უფრო გამარტივება.

ლაშა ხუციშვილმა ენრიკო აავის  წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, სსფ-ის წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ქართულ მხარესთან კვლავ ნაყოფიერად გაგრძელდება."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics