|
2021-09-30 13:56:17, 910 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ეს წელი ორნიშნა ზრდით დავასრულოთ - ეკონომიკური ზრდა მაღალია
„ყველა ვხედავთ, რამდენად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ჩვენი ეკონომიკის აღდგენა - ეს არის ორნიშნა ზრდა, ეს ტენდენცია გრძელდება. დღეს გამოქვეყნდა "საქსტატის" აგვისტოს თვის მონაცემები - აგვისტოში ჩვენ გვქონდა 10.3%-იანი, ანუ ორნიშნა ზრდა. მთლიანად რვა თვე რომ შევაჯამოთ 2020 წელთან შედარებით, ეს არის 12%-იანი ზრდა და ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს იმისთვის, რომ ეს წელი ორნიშნა ზრდით დავასრულოთ", - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ეკონომიკური ზრდის მონაცემების კომენტირებისას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებს, სიღარიბის დაძლევას, ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარეს და მეტ შემოსავლებს საქართველოს მოსახლეობისთვის. რაც შეეხება იმ დარგებს, სადაც ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა, ესენია: მომპოვებელი დარგები; სოფლის მეურნეობა და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი დარგები; მომსახურების სფერო - სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია, ასევე მშენებლობის და ვაჭრობის სექტორები. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საგულისხმოა, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია როგორც წინა, ისე 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „ზრდა არის საკმაოდ მაღალი როგორც წინა 2020 წელთან შედარებით, რომელიც მართლაც ნეგატიური, მძიმე და კონტექსტიდან ამოვარდნილი, ასევე პანდემიამდელ ძალიან წარმატებულ, 2019 წელთან შედარებითაც. მაგალითად, წელს შვიდი თვის ეკონომიკური ზრდა - 12.2%, რაც 7%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ 2020 წლის ჩავარდნა არამარტო სრულად განულებული იქნება, არამედ ძალიან მაღალ პოზიტიურ ტრაექტორიას ვუბრუნდებით", - განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთმა დაიწყო მოსახლეობის მომზადება უკრაინის დამარცხების შეუძლებლობის შესაგუებლად
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
|
რედაქტორის რჩევით
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)