23:52 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 12:05:04, 653 ნახვა

ეკონომიკა
2021 წლის რთველი ყურძნის მაღალი ხარისხით გამოირჩევა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მიმდინარე წლის რთველის დროს გამოიკვეთა, რომ მევენახეებისთვის პრიორიტეტი გახდა ყურძნის ხარისხი და არა რაოდენობა.

„წლის დასაწყისიდან, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მევენახე ფერმერებთან. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე, განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ აქცენტი გაკეთებულიყო არა  მოსავლის რაოდენობაზე, არამედ  ხარისხზე. ჩვენმა მევენახე ფერმერებმა ამ მიდგომის მნიშვნელობა სწორად გაიგეს და გაითვალისწინეს; შედეგად, წელს ყურძენი არის მაღალი ხარისხის. კონდიციური ყურძენი განაპირობებს ღვინის ხარისხობრივი პარამეტრების გაუმჯობესებას, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებითად აისახება ქართული ღვინის ფასზე და, შესაბამისად, როგორც მევენახეების, ისე მეწარმეების შემოსავლებზე.  მაღალი ხარისხი საშუალებას მოგვცემს, ქართულმა ღვინომ სათანადო ადგილი დაიმკვიდროს საექსპორტო ბაზრებზე. ეს გზა მეღვინეობის ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამა გაიარა და სასურველ შედეგამდე მივიდა. გარდა იმისა, რომ მოსავლის რაოდენობა სეტყვამაც შეამცირა, წელს, შარშანდელთან შედარებით,  ყურძნის ნაკლები მოსავალი მაღალი ხარისხის ხარჯზეც მივიღეთ", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ვენახის სწორი მოვლა და ყურძნის კონდიცია უმთავრესია მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად, რაც, შემდგომ, განსაზღვრავს მის რეპუტაციას და ფასს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics