23:53 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 12:01:12, 945 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედებაზე აქტიურად ვმუშაობთ

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიარეისების ამოქმედება, ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და ესპანეთის ელჩის მ.შ. საქართველოში ხორხე ლუჩინიმ.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ესპანეთის ელჩის მ.შ. - ს გააცნო საქართველოს ტურისტულ სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის, დარგში კოვიდ-ის მართვის კუთხით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და ახალ ტურისტულ ბაზრებზე მისი პოპულარიზების მიმართულებით, ხოლო ესპანეთი, ისევე როგორც ზოგადად ევროკავშირის ქვეყნები, პრიორიტეტულ ბაზრებს წარმოადგენს.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ესპანეთთან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics