23:53 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-15 14:23:26, 921 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - შრომის ანაზღაურების ზრდა გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების მონაცემებს ეხმაურება.

საქსტატის თანახმად, 2021 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020  წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.5 პროცენტით გაიზარდა და 1,328.0 ლარი შეადგინა.

ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის გაჯანსაღების კვალობაზე, მთელ რიგ სექტორებში  დაქირავებით დასაქმებულთა  შრომის ანაზღაურება გაუმჯობესდა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპში გარდაუვალია, როდესაც ეკონომიკა ჯანსაღდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს ინკლუზიური და უფრო მეტად აისახოს თითოეული ოჯახის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, ეს უნდა აისახოს შრომის ანაზღაურების ზრდაზეც. ეს ტენდენცია დაწყებულია და მივესალმებით ამას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ხელფასების ზრდა დაფიქსირდა  ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში (სხვა სახის მომსახურების გარდა), ხელფასების ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში - მშენებლობა (ზრდა 23.7%-ით), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (ზრდა 15.4%-ით), ტრანსპორტი და დასაწყობება (ზრდა 18.6%-ით), დამამუშავებელი მრეწველობა ( ზრდა 24.3%-ით, ინფორმაცია და კომუნიკაცია (ზრდა 12.4%-ით), ვაჭრობა (ზრდა 20.1%-ით).

ამასთან აღსანიშნავია, რომ ბიზნეს სექტორში დასაქმებულების ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2%-ით გაიზარდა,  ხოლო არასამეწარმეო და საფინანსო სფეროში დასაქმებულების ხელფასი 10.6%-ით.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
აშშ-ის საელჩო მადლობას უხდის ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი ოპერაციისთვის
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics