|
2021-09-06 16:35:53, 406 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ძალისხმევით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ
„დღეის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე 40 ავიაკომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც ფრენებს მსოფლიოს 73 ქალაქიდან ახორციელებენ. მათ შორისაა ისეთი ავიაგადამყვანებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოში არ ფუნქციონირებდნენ. კერძოდ, გერმანული „ევროვინგსი", ყაზახური „ფლაიარისტანი" და სხვ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, „რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლის აღდგენას აეროპორტების ჭრილში, ჩვენი ძალისხმევით, თუკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანიათა რაოდენობა 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 92 პროცენტით აღდგა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2019 წლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. კერძოდ, ბათუმში 106 პროცენტით მეტი ავიაკომპანია 169 პროცენტით მეტ სიხშირეს ახორციელებს. ამასთან, 143 პროცენტითაა გაზრდილი მიმართულებების რიცხვი, საიდანაც ბათუმში ფრენები სრულდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების რიცხვი არ შეცვლილა, მგზავრთნაკადი 106 პროცენტით გაიზარდა," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოზიტიური დინამიკაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაშიც, სადაც უნგრულმა ავიაკომპანია „ვიზეარმა"2021 წლის ივლისიდან ბაზა დააბრუნა და განაახლა ფრენები ევროპის 14 ქალაქის მიმართულებით.
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)