|
2021-09-03 20:46:17, 539 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - იმერეთი ერთ-ერთი მხარეა, სადაც ბუნებრივი გაზის ახალი ქსელის დაფარვის რეკორდული ციფრები გვაქვს და გაზიფიკაცია აქტიურად გრძელდება
„აქტიურად ვმუშაობთ საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დაწყებულია გაზიფიკაციის ძალიან მასშტაბური პროექტი და იმერეთი არის ერთ-ერთი მხარე, სადაც ახალი გაზის ქსელის დაფარვის რეკორდული ციფრებია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტყიბულში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, სამწლიან პერიოდში რეგიონის 46 დასახლებული პუნქტი მოექცა გაზიფიცირების გეგმაში და ამას კიდევ დაახლოებით 30 დასახლებული პუნქტი დაემატება. „აქედან 8 სოფელი იქნა გაზიფიცირებული ტყიბულში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და გაძლევთ პირობას, რომ პროცესი გაგრძელდება და გაზი მაქსიმალურად იქნება მიწოდებული ოჯახებში - ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალი მცირე სასტუმროების განვითარებას და უკეთეს ცხოვრების პირობებს" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები, მეწარმეები აქტიურად ისარგებლებენ მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი პროგრამებით, რომლებიც ეკო და აგროტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული „პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენ წამოვიწყეთ პირდაპირ ტურიზმზე, მათ შორის ეკო და აგროტურიზმზე ოროენტირებული ახალი პროგრამები, სადაც მეწარმეებს ვთავაზობთ არამარტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, პრაქტიკულად, უფასო სესხს, არამხოლოდ თანაუზრუნველყოფას, არამედ გრანტსაც. ეს არის კარგი სიახლე და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მცირე მეწარმე, ბევრი ოჯახი ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ისარგებლებს ამ დახმარებით. ჩვენი კარი, რა თქმა უნდა, ყველასთვის ღიაა" - განაცხადა ნათია თურნავამ.
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)