|
2021-08-27 10:54:21, 651 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციულ (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო (POC) საბჭოებში მეორე ვადით აირჩიეს
9 - 27 აგვისტოს კოტ დივუარის რესპუბლიკის ქალაქ აბიჯანში გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 27-ე კონგრესი გაიმართა, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია. აღნიშნულ კონგრესზე, მსოფლიოში ფოსტის სფეროს შემდგომი განვითარებისა და საფოსტო მომსახურებების სრულყოფის სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასთან ერთად, გაიმართა UPU-ს მუდმივმოქმედი საბჭოების - ადმინისტრაციული და საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოების წევრი სახელმწიფოების არჩევნები. ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში, საფოსტო საქმიანობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ წარმატებულად წარმოებული საერთაშორისო თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს კანდიდატურა მეორე ოთხწლიანი ვადით წარდგენილი იყო ზემოაღნიშნულ მუდმივმოქმედი საბჭოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
არჩევნებში UPU-ს წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დიპლომატიური კორპუსისა და შპს „საქართველოს ფოსტის" აქტიური ჩართულობით და მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელებული მუშაობის შედეგად, საქართველო ხელმეორედ იქნა არჩეული UPU-ს ორივე მუდმივმოქმედი საბჭოს წევრ სახელმწიფოდ, რაც საქართველოს მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის აღიარების კიდევ ერთ ფაქტს წარმოადგენს. აღნიშნული საბჭოები, UPU-ს მომავალ კონგრესამდე 2025 წლამდე პერიოდში წარმოადგენს მსოფლიოში ფოსტის სფეროს განვითარების და სრულყოფის უზრუნველმყოფ UPU-ს ძირითად არჩევით ორგანოებს. ადმინისტრაციული საბჭო (CA) წარმოადგენს UPU-ს ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბირთვს. ადმინისტრაციულ საბჭოში (CA) წევრობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღების პროცესის უშუალო მონაწილე იქნება. საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ძირითადი ფუნქციაა საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო, კომერციული, ტექნიკური და ეკონომიკური ხასიათის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიღება. ამ საბჭოში წევრობით საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა პროცესის უშუალო მონაწილე იქნება. საქართველოს დელეგაცია შედგებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საგარეო საქმეთა სამინისტროების და შპს „საქართველოს ფოსტის" წარმომადგენლებისგან. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე.
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)