|
2021-08-24 16:17:29, 671 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ყველა სრულად ვაქცინირებული გიდი უსასყიდლოდ ისარგებლებს ისეთი სახელმწიფო სერვისებით, როგორიცაა მუზეუმი, დაცული ტერიტორიები და ზამთრის კურორტების საბაგიროები
ყველა სრულად ვაქცინირებულ გიდს უსასყიდლო წვდომა ექნება სახელმწიფო სერვისებზე - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებსა და ზამთრის კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის სექტორი ქვეყნისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს და რა თქმა უნდა, ამ ინდუსტრიის აღდგენა და სწრაფი გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ამ პროცესში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ვაქცინაციას აქვს და სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინიტრის დავალებით, გასულ პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ტურიზმის კერძო სექტორთან ერთად აქტიური მუშაობა წარიმართა ტურიზმის კერძო სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტის შემუშავების მიზნით. „რა თქმა უნდა, კერძო სექტორთან ერთად შეჯერებული პოზიციით, დღეს უკვე მზად ვართ გაგიზიაროთ სტიმულირების პაკეტი, რომელსაც ვფიქრობთ დადებითი ზეგავლენა და მეტი მოტივაცია ექნება ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებიც ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე არიან, ვინაიდან მათ უწევთ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებთან ხშირი შეხება, მობილობა მაღალია და პირველ რიგში, მათი და ქვეყნის საზოგადოების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დარგში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა, თუ არა 100 პროცენტი იყოს ვაქცინირებული. ჩვენ მიერ შემუშავებული სტიმულირების პაკეტის ფარგლებში, ყველა გიდი, რომელიც სრული ორი დოზით იქნება ვაქცინირებული, მომდევნო ორი თვის განმავლობაში - სექტემბერსა და ოქტომბერში სახელმწიფო სერვისებით, მათ შორის იგულისხმება მუზეუმი, დაცული ტერიტორიები და ზამთრის კურორტებზე არსებული საბაგიროები, სრულად უსასყიდლოდ ისარგებლებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა სრულად ვაქცინირებული გიდი ამ ობიექტებზე შევა უსასყიდლოდ", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, გიდებს ამ ობიექტებზე ხშირად უწევთ ვიზიტი, რაც კონკრეტულ ფინანსებთანაა დაკავშირებული და შესაბამისად, დარგთან ერთად შედგა შეთანხმება, რომ ეს იქნებოდა დიდი სტიმულირება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა კულტურის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის სამინისტროს, რომელთაც თავის მხრივ პროექტში ჩართვის მზაობა გამოთქვეს და მუზეუმებისა და ნაკრძალების ტერიტორიაზე მომდევნო ორი თვის განმავლობაში შესვლა ვაქცინირებულ გიდებს უსასყიდლოდ შესთავაზეს.
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
პენცენტრი: თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა ქვეყანას საბჭოთა ცენზურის ბნელ წლებში აბრუნებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში გადავიდა
ქარტია: აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების გათავისუფლება უსამართლო და დაუსაბუთებელია
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)