|
2021-06-16 13:41:50, 1331 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - პარლამენტია მთავარი ორგანო, რომელმაც მთავრობას ერთ ადგილას წკეპლა უნდა მოსცხოს
პარლამენტი მთავარი ორგანოა, რომელმაც მთავრობას უნდა მოსცხოს ერთ ადგილზე წკეპლა, რომ აამუშავოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა. გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ პარტლამენტი „ქართულმა ოცნებამ“ დააკნინა და უფუნქციო გახადა. „პარლამენტი არის მთავარი ორგანო, რომელმაც მათხრახი უნდა გადასცხოს მთავრობას, რომ ცოტა აამუშავოს, უნდა მოსცხოს ერთ ადგილზე წკეპლა. პარლამენტი „ქართულმა ოცნებამ“ დააკნინა და უფუქციო გახადა, მეორე, მინისტრები, მოადგილეები თვლიან, რომ პარლამენტში დადიან, როგორც რომელიღაც კაფეში იმისთვის, რომ უბრალოდ ორი სიტყვა თქვან ფორმალურად და წავიდნენ უკან, ანგარიშვალდებულობა ნულოვანი და რეგლამენტი არის აწყობილი ისე, რომ ოპოზიციას ჰქონდეს მაქსიმალურად ნაკლები უფლებები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)