|
2021-05-11 10:21:34, 813 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი: წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება
წინასწარი ინფორმაციით, მარტის 4%-იანი ზრდის ტემპი, აპრილში კიდევ უფრო იზრდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გადაცემაში „ბიზნესპარტნიორის ოთხეული" სტუმრობისას. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ასევე, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ეკონომიკური აქტივობის შეჩერების შემდეგ, მარტში პირველად დაფიქსირდა 4%-იანი ზრდა, რაც პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის აღდგენა დაიწყო. „ფინანსთა სამინისტროს ოპერატიული ინფორმაციით, აპრილში ყველა სექტორში შეინიშნება ბრუნვების ზრდა, გაზრდილია ექსპორტი, ასევე, შეინიშნება იმპორტის ზრდა, რასაც შემოსავლების განერირებაზეც აქვს დადებითი ეფექტი, ზრდის ტენდენციით ხასიათდება სავაჭრო ბრუნვები. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტის 4%-იანი ზრდის ტრენდი აპრილში კიდევ უფრო იზრდება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც წელს ბიუჯეტში გვაქვს განსაზღვრული - 4.3 პროცენტი, ამ მოცემულობიდან გამომდინარე არის რეალისტური", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ამ ეკონომიკური ზრდის დინამიკა წლის განმავლობაში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და პირველ რიგში, ესაა პანდემია, სწორედ ამიტომ, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია აქტიურად გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი.
POG: 366-მა მოქალაქემ აშშ-ში თავშესაფრისთვის ჯგუფს მიმართა, ყალბი ქეისები შეადგინეს
Axios: ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ლიბანში თავდასხმების გამო აკრიტიკებს
საია-მ ტროტუარზე დგომის საქმესთან დაკავშირებული საჩივარი სტრასბურგში გაგზავნა
შრომის ინსპექციის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს, სამუშაო ადგილზე 32 ადამიანი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)