|
2021-04-18 11:31:12, 629 ნახვა
ეკონომიკა
სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ახალი სასათბურე მეურნეობა ამოქმედდა
მცხეთის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობა „ქეი ენ ჯი ჰოსპიტალიტი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო. ახალ მეურნეობაში სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე იმყოფებოდნენ. „სოფლის მეურნეობის განვითარების პოლიტიკა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითრების მხარდაჭერას გულისხმობს. ამ მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს. სასათბურე მეურნეობა, რომელიც აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, პირველად წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მაგალითია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძის განცხადებით, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება, რაც მისასალმებელი ფაქტია. სასათბურე მეურნეობა 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. მეურნეობაში, წლიურად, 10 ტონა მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდით „მაგემე“ ხორციელდება. სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 350,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 50,000 ლარი სახელმწიფო გრანტია, ხოლო 150,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფო გრანტები და შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შექმნილია 40-ზე მეტი ახალი საწარმო.
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)