07:32 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 12:07:35, 442 ნახვა

ეკონომიკა
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 19.2%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 149.8 მლნ აშშ დოლარი (493.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.2%-ით (24.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.2% იმ 16 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ იანვარში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის იანვარში მთელი ფულადი გზავნილების 92.8% მოდიოდა.

გარდა ამისა, 2021 წლის იანვარში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.2 მლნ აშშ დოლარი (56.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის იანვრის (18.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.7%-ით ნაკლებია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: რუსი ჩინოვნიკები პუტინს სამხედრო ხარჯების გაზრდის რისკების შესახებ აფრთხილებენ
ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ „ჰეზბოლაზე“ განხორციელებული თავდასხმების გამო შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ წარმოება შეაჩერა
ფაშინიანმა უარყო პუტინის მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი რეფერენდუმის ჩატარებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics