|
2021-03-13 23:23:13, 490 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - რიონის ხეობის განვითარების ფონდის განმკარგველები ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები იქნებიან
„ცაგერში მოვისმინე შეკითხვა - გავიგეთ, რომ თქვენ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხს წყვეტთ; გავიგეთ, რომ პროექტი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ რას მივიღებთ აქ მცხოვრები ადამიანები? ამიტომ სწორია, რომ რიონის ხეობის განვითარების ფონდი შეიქმნება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფონდის ჩამოყალიბების კარგი გამოცდილება „ბიპის" ჰქონდა, როდესაც ბაქო - ჯეიჰანის მილსადენი შენდებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, ფონდის განმკარგველი იქნება სათემო ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი წარმომადგენლები და შედგება პრიორიტეტული პროექტების ნუსხა. „ეს შეიძლება იყოს სოციალური ობიექტები, როგორიცაა საბავშვო ბაღი ან სოფლის ამბულატორია, ან დაფინანსდეს სკოლის რემონტი ან ახალი სასწავლებლის აშენება. როდესაც ჰესები შენდება, ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტებშია სარიტუალო დარბაზების მშენებლობაც. შეიძლება ეს იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები - წყალმომარაგება და სოფლის გზები აქტუალური თემაა. მართალია, ჩვენ ბევრს ვაშენებთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ინვესტორმაც უნდა იკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. შესაძლოა, ეს იყოს ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირება ხანგრძლივი დროით. აქედან გამომდინარე, როდესაც პროექტები ჩამოყალიბდება და შეფასდება, შეიძლება ეს თანხა გაიზარდოს," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქონების გადასახადზე, რომელსაც ინვესტორი კომპანია ადგილობრივ ბიუჯეტში გადაიხდის. „ამ 4 წლის განმავლობაში ადგილობრივ ბიუჯეტში 120 მლნ დოლარის ქონების გადასახადი შევა. ჩვენ შევთანხმდებით ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რომ ამ თანხის გარკვეული ნაწილი აუცილებლად მოხმარდეს იმ სოფლებს, რომლებიც ხეობაში მდებარეობს," - განაცხადა ნათია თურნავამ. სატელევიზიო ინტერვიუში მინისტრმა ზემო სვანეთის რეგიონის მაგალითი მოიყვანა. მისი თქმით, დიდი ჰესების წინააღმდეგ ამ მხარეშიც გამოდიოდა მოსახლეობა, მაგრამ სწორი კომუნიკაციისა და ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების ჩართულობით ეს საკითხი მოგვარდა. „დღეს ზემო სვანეთი მეორე ადგილასაა საქართველოს რეგიონებს შორის მცირე და საშუალო ჰესების ოდენობით. ჰესების მშენებლობამდე ადგილობრივი ბიუჯეტი 500,000 ლარი იყო. ჰესების შედეგად შესული ქონების გადასახადით ეს მაჩვენებელი 10 მლნ ლარამდე გაიზარდა. მესტია დღეს მსოფლიო ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი რომ არის, მათ შორის, ამ გადასახადის დამსახურებაცაა. ამდენად, ნებისმიერი პროექტი შეგიძლია ადგილობრივი მოსახლეობის სასიკეთოდ მიატრიალო," - განაცხადა მინისტრმა.
Bloomberg: რუსი ჩინოვნიკები პუტინს სამხედრო ხარჯების გაზრდის რისკების შესახებ აფრთხილებენ
ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ „ჰეზბოლაზე“ განხორციელებული თავდასხმების გამო შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ წარმოება შეაჩერა
ფაშინიანმა უარყო პუტინის მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი რეფერენდუმის ჩატარებაზე
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)