04:11 - 02 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 17:05:34, 722 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა

ჩვენ  ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა,  - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ მყარ მაკროეკონომიკურ საფუძველზეა შესაძლებელი განხორციელდეს კონკრეტული პროგრამები და ინიციატივები.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს არის ის ძირითადი საფუძველი და პლატფორმა, რაზეც შეიძლება დაშენდეს ნებისმიერი სხვა ინიციატივა იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვის თუ ექსპორტის სტიმულირების  მხარდამჭერი თუ სხვა პროგრამები. თუ ეს საფუძველი არ იქნა მყარი, დამერწმუნეთ, ყველა სხვა ინიციატივა იქნება ფუჭი და  წყალში გადაყრილი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ინვესტორები უყურებენ რამდენად მდგრადია ქვეყანა იმ მოწყვლადობების მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ამ პერიოდმა მოგვიტანა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა ნიშნავს ვალის თანდათანობით შემცირებას დეფიციტის შემცირების საშუალებით, საბიუჯეტო ხარჯების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას. როგორც აღვნიშნე, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ნაკლებეფექტურ და ზოგ შემთხვევაში,  წამგებიან პროექტებზე დავხარჯოთ ფული. ჩვენი მიზანია, ყოველი დახარჯული ლარი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და უკუგების მომცემი. ამის დასტურია მიმდინარე  მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები,  რომლებზეც ჩვენ არ და ვერ დავიხევთ უკან, რადგან მათ ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვთ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Bloomberg: რუსი ჩინოვნიკები პუტინს სამხედრო ხარჯების გაზრდის რისკების შესახებ აფრთხილებენ
ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ „ჰეზბოლაზე“ განხორციელებული თავდასხმების გამო შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები შეწყვიტა
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ წარმოება შეაჩერა
ფაშინიანმა უარყო პუტინის მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი რეფერენდუმის ჩატარებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics