19:50 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 11:23:15, 441 ნახვა

ეკონომიკა
თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა. საერთო ჯამში სულ 303 - მა აპლიკანტმა შემოიტანა განაცხადი.

განაცხადები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ელ. კომერცია,  სამომხმარებლო სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები/უსაფრთხოება, მწვანე ტექნოლოგიები, პროფესიული სერვისები, კადრების მართვა/განათლება და სხვა.

განაცხადების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობას ამერიკული აქსელერატორი სილიკონ ველიდან USMAC მიიღებს. ხოლო კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ, გამარჯვებულ სტარტაპებს გამოავლენენ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამა უკვე მეექვსედ გამოაცხადა და პროექტის ხუთი რაუნდის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდა 98 სტარტაპი, თითოეულმა მათგანმა 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო.

ინოვაციების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის" (GENIE) ფარგლებში ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
₾932-მილიონიანი თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა ორ ქართულ და ექვს ჩინურ კომპანიას სურს
აშშ-ის საელჩო: ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics