|
2020-12-28 16:03:44, 649 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო 4 000-მდე ადამიანს დაასაქმებს, რომელთა 90 პროცენტი ქალია
„პანდემიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში შემოდის ახალი ინვესტიცია და იხსნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექსტილის საწარმო, სადაც უკვე 700--მდე ადამიანია დასაქმებული და მომავალი წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 4000-ს მიაღწევს. ეს არის ძალიან ძლიერი, კონკურენტუნარიანი ჯგუფი თურქი ინვესტორების, რომელიც აკეთებს ქართულ საქმეს და ეს საქმე არ გაჩერებულა, მიუხედავად პანდემიისა - კომპანიამ უფრო მეტად გაიმყარა საერთაშორისო ასპარეზზე თავისი კონკურენტუნარიანობა და არაერთ ცნობილ სპორტულ კლუბს აწვდის ტანსაცმელს, რომელიც შეკერილია საქართველოში. მსურს მათ ვუსურვო ძალიან დიდი წარმატება" - ამის შესახებ ნათია თურნავამ რუსთავში, კომპანია „აჭარა ტექსტილის" ახალი საწარმოს - „ქართლი ტექსტილის" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია, ასევე სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ „ქართლი ტექსტილი" შეიქმნა სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამის აწარმოე საქართველოში" ფარგლებში - ინვესტორს გადაეცა მიწა საინვესტიციო პირობებით და დასაქმების ვალდებულებებით. „ჩვენ ყველა მომსწრენი ვართ. თუ როგორი წარმატებით სრულდება ეს ვალდებულებები" - აღნიშნა მინისტრმა. კომპანია „ქართლი ტექსტილს" სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადასცა. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია. კომპანია „აჭარა ტექსტილი" წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armor. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს. თურქული ინვესტიციით შექმნილი საწარმო 4 000 სამუშაო ადგილს შექმნის რუსთავსა და გარდაბანში. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია.
₾932-მილიონიანი თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა ორ ქართულ და ექვს ჩინურ კომპანიას სურს
აშშ-ის საელჩო: ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)