|
2020-12-05 14:04:16, 738 ნახვა
ეკონომიკა
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 500 მუხის ნერგი დარგო
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 500 მუხის ნერგი დარგო. „აღნიშნული კამპანიით „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტს შეუერთდა, რომელიც რამდენიმე წელია მიმდინარეობს და აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე იმერული მუხის აღდგენას გულისხმობს. იმერული მუხა აჯამეთის აღკვეთილის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა და საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. ტოიოტამ 2015 წელს გლობალური პროექტი „ეკოგამოწვევა 2050“ წამოიწყო, რომელიც ჰიბრიდულ, ელექტრო და წყალბადის ძრავით აღჭურვილ ავტომობილებზე ფოკუსის გადატანას, საწარმოო ნარჩენების გონივრულ მართვასა და მთლიანობაში ეკოსისტემასთან მაქსიმალურად ჰარმონიულ თანაარსებობაზე ზრუნვას გულისხმობს. „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აღნიშნულ პროექტს 2019 წლიდან შეუერთდა და კომპანიამ აქტიურად დაიწყო ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების წახალისება და გარემოზე ზრუნვის პროექტის განხორციელდა. პროექტის ფარგლებში დაარსდა „ტოიოტას მწვანე გზის კლუბი“, რაც გულისხმობს, რომ ყველა ფიზიკური პირი, ვინც „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეიძენს ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილ მოდელს, გახდება „ტოიოტას მწვანე გზის კლუბის“ წევრი და მიიღებს გამწვანების ბარათს, მის სახელზე კი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აჯამეთის დაცულ ტერიტორიებზე გადაშენების პირას მყოფ მუხის ნერგებს დარგავს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-ის საელჩო: ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მეუფე ზენონი: ქვეყანა კარგავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შრომისუნარიან თაობებს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)