18:55 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-20 11:39:53, 447 ნახვა

ეკონომიკა
ქართული ღვინის ონლაინ-დეგუსტაცია აშშ-ში გაიმართა

ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ონლაინ-დეგუსტაცია გაიმართა, რომელშიც ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დეგუსტაციას ამერიკელი ტოპ-სომელიე ტეილორ პარსონსი (Taylor Parsons) უძღვებოდა. მან ღონისძიების მონაწილეებს ქართულ ღვინო, მისი ისტორია და კულტურა გააცნო. 

ონლაინ დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ მათთვის წინასწარ გაგზავნილი, განსხვავებული სტილის 6 ღვინო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. საქართველოდან დეგუსტაციაში დისტანციური მონაწილეობა მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა („იაგოს ღვინო“) მიიღო.

აღნიშნული დეგუსტაცია დაფინანსებული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, ხოლო ორგანიზება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ამერიკულმა მარკეტინგულმა კომპანიამ ,,Marq Energie Consulting’’ გაუწია.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმების გამოყენებით აგრძელებს. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ევროპული მოგზაურობა მეორე ეპიზოდით გრძელდება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მეუფე ზენონი: ქვეყანა კარგავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შრომისუნარიან თაობებს
მდინარაძე - პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics