18:11 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-14 10:09:35, 627 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პრეზენტაცია გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროგრამის  „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

„14 ოქტომბერი გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღეა. წელს ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამის” პრეზენტაცია და ასევე, მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს წარდგენა მოხდა. სახელმძღვანელო 8 ნაწილს მოიცავს, განკუთვნილია პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით განათლების მიღების კარგი საშუალებაა. ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ დავიწყეთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი განათლების ჩამოყალიბება. ამას მოჰყვა სასკოლო გარემოსდაცვითი განათლების პროგრამების მომზადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყანაში თაობა, რომელსაც სწორი აღქმა ექნება გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე, ინტერესი გაუჩნდება აგრარული მიმართულებით აირჩიოს პროფესია”, -განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვის საკითხების მნიშვნელობას. ასევე აღნიშნა, რომ „ცოდნა და განათლება არის ერთ-ერთი წამყვანი და ის ცვლილებები, რომელიც ხდება მთელს მსოფლიოში ამ მიმართულებით ძალიან საგულისხმოა. ეს ახალი სახელმძღანელოები, რომელიც იქნება მიძღვნილი გარემოსდაცვითი საკითხებისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი.“

 „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.

ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო სრულ თანხვედრაშია განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნებთან, შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს.

ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარების გაუმჯობესებასა  და სოფლის მეურნეობის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა განათლებას ენიჭება, სწორედ ამიტომ,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ქვეყანა კარგავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შრომისუნარიან თაობებს
მდინარაძე - პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს
აშშ-ს დელეგაცია: მოვისმინეთ შეშფოთება ოპოზიციის მიმართ მოპყრობაზე 2024 წლის ოქტომბრის მერე
ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics