18:11 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-10 10:22:35, 740 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის გახსნას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3"-ის გახსნას დაესწრო.  ნათია თურნავამ საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა-3" კომპანია „ჩირინას" ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამების - „აწარმოე საქართველოში" და „შეღავათიანი აგროკრედიტის" ბენეფიციარია. კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და 2020 წელს დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა" მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარია. კომპლექსში 50 ადამიანი დასაქმდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თავის გამოსვლაში კომპანიის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს, ასევე მთელ საზოგადოებას ახალი საწარმოს შექმნა მიულოცა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია ზოგადად და მითუმეტეს, ისეთი გლობალური გამოწვევის პირობებში, როგორიც პანდემიაა. მინისტრის თქმით, მთავრობის ამოცანაა, მეტად გაიზარდოს საქართველოს ბაზრის თვითუზრუნველყოფა, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე და ექსპორტზეც გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჩირინა" 2010 წელს დაარსდა და 2013 წლიდან პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. 7 წელია, რაც „ბიუ ბიუ"-ს ბრენდის გაყინული და ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები ყოველდღიურად ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე და ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეზობელ ქვეყნებში. ბოლო წლების განმალობაში „ჩირინა" ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას, რითაც ანაცვლებს იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცს ხარისხიანი, ადგილობრივად წარმოებული ხორცით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ქვეყანა კარგავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შრომისუნარიან თაობებს
მდინარაძე - პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს
აშშ-ს დელეგაცია: მოვისმინეთ შეშფოთება ოპოზიციის მიმართ მოპყრობაზე 2024 წლის ოქტომბრის მერე
ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics