|
2020-10-02 15:32:18, 628 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ფოთში ზეთის საწარმო შენდება
„საქართველოს ბანკი“, როგორც საიმედო ბიზნეს პარტნიორი, კვლავ განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და „შპს ჯოლიოსთან“ თანამშრომლობით, ფოთში საკვები ზეთის საწარმო შენდება. მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებში სრულად დასრულდება. კომპანია სატესტო რეჟიმში დაიწყებს პროდუქტის ჩამოსხმას. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანია 40 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ბანკის მხარდაჭერით კი 5 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო, რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდება. საწარმო თვეში 3000 ტონა მზესუმზირის გადამუშავებას შეძლებს, რაც დაახლოებით 1 მლნ რაფინირებული ზეთის ბოთლის წარმოებას უტოლდება. გარდა ამისა, იგეგმება მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებული „მზესუმზირის შროტის“ რეალიზაცია, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება. წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შემოტანა უკრაინიდან მოხდება, ჩამოსხმული ზეთის რეალიზაცია კი საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში დისტრიბუციის სახით განხორციელდება. საწარმოში არსებული ყველა დანადგარი უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებას უზრუნველყოფს, მეტიც, კომპანიას უკვე შეტანილი აქვს განაცხადი ISO 22000-ზე, რაც სურსათის უვნებლობის მენეჯმენტს გულისხმობს. „სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით ქვეყანაში კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო შენდება. ჩვენთვის დიდი პატივია გავუწიოთ პარტნიორობა ისეთ წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი და „შპს ჯოლიოს“ თანამშრომლობით ფოთში საკვები ზეთის საწარმო ნოემბრის თვიდან დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა, რომ წარმატებული კერძო სექტორი კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკის საწინდარია“, - განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.
მეუფე ზენონი: ქვეყანა კარგავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შრომისუნარიან თაობებს
მდინარაძე - პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს
აშშ-ს დელეგაცია: მოვისმინეთ შეშფოთება ოპოზიციის მიმართ მოპყრობაზე 2024 წლის ოქტომბრის მერე
ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)