17:56 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-01 21:51:09, 507 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბიზნესის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება

მომდევნო 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ბიზნესის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს გაეზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, გაფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება რამდენიმე ასეული პროექტი, რაც სულ მცირე 20 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„კერძო ინვესტიციების შემდგომი მხარდაჭერის მიზნით საქართველო განაგრძობს რეგიონალურ ბიზნეს-ჰაბად ჩამოყალიბების პროცესს. ბიზნესისთვის სერვისების გამარტივების მიმართულებით, პროგრამა „სახელმწიფო - შენი პარტნიორია"-ს ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე ამოქმედდება ე.წ. ფრონტ დესკები", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ასევე უზრუნველყოფილი იქნება ტექნოპარკების ეფექტიანი მუშაობა და ინოვაციური პროექტების დაფინანსება, დაინერგება ციფრული უნარების პროგრამები.

როგორც „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგარმის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ფართოდ დაინერგა ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები.

მისი თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა 600-ზე მეტი პროექტი, 6000-ზე  მეტმა ბენეფიციარმა მიიღო მიკროგრანტი და შეიქმნა 34,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ზენონი: ქვეყანა კარგავს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, შრომისუნარიან თაობებს
მდინარაძე - პეტერ ფიშერი ვერა და ვერ მიხვდა, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მის არჩევანს
აშშ-ს დელეგაცია: მოვისმინეთ შეშფოთება ოპოზიციის მიმართ მოპყრობაზე 2024 წლის ოქტომბრის მერე
ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics