|
2020-09-16 16:07:30, 813 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს
სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. „იცით, რომ რთველი საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. დღეღამური გადამუშავება 10 000 ტონას აღემატება. ამ მომენტისთვის, კახეთის რეგიონში, 60 000 ტონა ყურძენია ინდუსტრიულად გადამუშავებული. ყურძნის სიმწიფე კარგია ყველა მუნიციპალიტეტში და ახლა, ყურძნის კრეფა და ჩაბარება ადგილწარმოშობის ზონებში - გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაიწყება. მინდა გამოვეხმაურო გარკვეული პოლიტიკური ძალების აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებებს. ეს არის პოლიტიკური პოპულიზმი, საკმაოდ მდარე, პოპულისტური ნაბიჯები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობს, არანაირად არ პასუხობს და პირიქით, აზიანებს ფერმერების ინტერესებს და ხელს უშლის პროცესის სწორად, ლოგიკურად წარმართვას. იმ პერიოდში, როდესაც კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გართულდა გაყიდვები, ტურისტული ინდუსტრია, რომელიც არის ძირითადი მყიდველი, იყო შეზღუდული, HORECA სეგმენტს ჰქონდა დარტყმა ყველა სამიზნე ბაზარზე, განსაკუთრებით გართულდა პრემიუმ ხარისხის პროდუქციის რეალიზაცია. წინასწარი შეფასებით, პრაქტიკულად მოსავლის 80 % იქნებოდა ჩაუბარებელი, რადგან კერძო სექტორში არ იქნებოდა საკმარისი ფინანსური რესურსი ბაზარზე ყურძნის შესაძენად. იმ ღონისძიებების შედეგად, რომელიც ჩავატარეთ, ჩვენ შევძელით, კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაზრდა. ამავე დროს, ავამოქმედეთ მეორე ინსტრუმენტი, რომელიც უკავშირდება პირდაპირ ფასებს. ეს არის რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენზე პირდაპირი სუბსიდირება, რომელიც 1 კგ ყურძენზე დაახლოებით, 30 თეთრით განისაზღვრა. დაიდო პირობა, რომ მინიმალური ფასი, რომელსაც კომპანიები გადაიხდიდნენ სუბსიდირების, კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, იქნებოდა 80 თეთრი და ეს არის ის საფასო ნიშნული, რაც ჩვენი მევენახე ფერმერების ინტერესების დაცვას პასუხობს და რა თქმა უნდა, ისინი მოგებით შეძლებენ თავიანთი შრომით მოწეული პროდუქტის რეალიზებას. სახელმწიფომ შექმნა ყველა ინსტრუმენტი და გარანტიები იმისთვის, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ასევე, გამოიყო სახსრები სახელმწიფო კომპანიისთვის, რათა ყველა ღონისძიების მიუხედავად, ჭარბი მოსავლის დარჩენის შემთხვევაში, მან ჩაიბაროს და გადაამუშაოს ყურძენი. ეს იმ პირობებში, როდესაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უბრალოდ ვენახებში დატოვონ მოუკრეფავი ყურძენი, იმის გამო, რომ ჭარბი სიმძლავრეები, კონკრეტული მოცულობები არ არსებობს, რომ ჩაიწუროს ყურძენი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა
ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბავშვების დაახლოებით მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)