16:42 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 11:13:22, 2908 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით ყაზბეგში ოქტომბერში ახალი სასტუმრო გაიხსნება

ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში პანდემიის პერიოდის მიუხედავად, ვახტანგ და შალვა ქირიკაშვილებს სასტუმროს მშენებლობა არ შეუჩერებიათ. უკვე არსებული გესტ ჰაუსის გაფართოვება გადაწყვიტეს და თიბისის მხარდაჭერით ახალი სასტუმროს მშენებლობა წამოიწყეს. ამჟამად მშენებლობა დასრულების ეტაპზეა.

„სასტუმროს გახსნას ოქტომბერში ვგეგმავთ, გვინდა, რომ ზამთრის სეზონს მომზადებული შევხვდეთ.  გათვლას ძირითადად უცხოელ ტურისტებზე ვაკეთებთ. დაახლოებით 30 სტუმრის მიღებას შევძლებთ, რომლებსაც სრულ მომსახურეობას ვთავაზობთ, მათ შორის, ძალიან მოთხოვნად საცხენოსნო თუ საავტომობილო ტურებს ყაზბეგში,“ - ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი შალვა ქირიკაშვილი, რომელიც მამასთან ერთად უკვე 15 წელია სტეფანწმინდაში სასტუმრო ბიზნესს უძღვება.

სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი და ვერანდა, სადაც მუდმივად 10-მდე ადამიანი დასაქმდება, სეზონურად კი დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.

სასტუმრო სტეფანწმინდის ერთერთ უძველეს დასახლებაში მდებარეობს. სასტუმროს ეზოში დამსვენებლებს ყაზბეგში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ჩოფიკაშვილების საგვარეულო ციხის ნახვაც შეეძლებათ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა
ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბავშვების დაახლოებით მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics