|
2020-08-17 16:22:22, 1450 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში „მაკდონალდსის“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა
„მაკდონალდს საქართველო“ რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს - კომპანიამ თბილისში ორი ახალი საინვესტიციო პროექტი განახორციელა. „მაკდონალდსის“ უახლესი კონცეფციის რესტორნები მომხმარებლებს აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე უმასპინძლებს. რესტორნების ოფიციალური გახსნის ცერემონია კახეთის გზატკეცილზე მდებარე რესტორანში გაიმართა. ღონისძიებას ამერიკის ელჩი კერი დეგნანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და „მაკდონალდს საქართველოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ. „მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველოში „მაკდონალდსის“ მე-17 და მე-18 რესტორნები გაიხსნა. მაქვს შეგრძნება, რომ ამერიკაში ვიმყოფები- ეს არის ქართულ-ამერიკული საქმიანობის შერწყმა.“- განაცხადა ამერიკის ელჩმა კერი დეგნანმა. „სასიხარულო ღონისძიებაა პირველ რიგში იმიტომ, რომ ესაა ახალი სამუშაო ადგილები, ახალი ინვესტიცია პანდემიის პირობებში. მაკდონალდსი ჩვენთვის ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა.“- განაცხადა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. „ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, „მაკდონალდსი“ აგრძელებს აქტიურ საქმიანობას. ახალი რესტორნების გახსნით ჩვენ მოვახერხეთ 150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. განვახორციელეთ სოლიდური ინვესტიციები. Covid19-ის პირობებში, როდესაც მსოფლიოში გლობალური კრიზისია, ეკონომიკის გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას წარმოადგენს; ამიტომ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვაქვს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში.“- აცხადებენ კომპანიაში.
2021 წელს კომპანიას დაგეგმილი აქვს ორი მასშტაბური პროექტი:
„მაკდონალდსთან“ ერთად ახალ რესტორნებში განთავსდა მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ნაცნობი „მაკკაფეც“, რომელიც პრემიუმ ყავისა და დესერტების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. აგრეთვე ორივე ლოკაციაზე მოქმედებს მაკდრაივის 24-საათიანი სერვისი. თითოეული რესტორანი 160-მდე სტუმარზეა გათვლილი და მოიცავს როგორც დახურულ, ასევე ტერასის ტიპის ღია სივრცეებს. რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიებისა და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ და დახვეწილ მოდელს: სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად არის მორგებული შშმ პირებზე. ახალი რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. მათ კონსტრუქციაზე მუშაობდა თავის სფეროში ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორებიცაა ავსტრალიური „Juicy Design” (ინტერიერის დიზაინი), შვეიცარიული „Franke“ (სამზარეულო), ავსტრიული „Schloffer” (შიდა ავეჯი), ფრანგული „Aubrilam“ (ტერასის ავეჯი)... „მაკდონალდსი“ მადლობას უხდის ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ახალი რესტორნების გახსნაში. პირველ რიგში „თიბისი ბანკს“, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა ეს ორი საინვესტიციო პროექტი; ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს პარტნიორობისთვის. მადლობა სამშენებლო კომპანიებს, რომლებმაც უმოკლეს ვადებში დაასრულეს მუშაობა: კახეთის გზატკეცილზე მდებარე ფილიალის მშენებლობა უკავშირდება კომპანია „მეტტას“, ხოლო აღმაშენებლის ხეივნის რესტორნის მშენებელი კომპანია „ელემენტ კონსტრაქშენია“; ორივე რესტორნის შიდა რემონტზე მუშაობდა კომპანია „მანჯა“. მაკდონალდსი რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 18 ობიექტს მოიცავს.
სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა
ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბავშვების დაახლოებით მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)