15:27 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 14:59:58, 3461 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: EBRD - ის 90-მილიონიანი დაფინანსებით საქართველოში 150 კმ-ზე მეტი სიგრძის ახალი გადამცემი ქსელი აშენდება

90 მლნ ევრო საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებისა და გაუმჯობესებისთვის გამოიყოფა. აღნიშნულს ითვალისწინებს შეთანხმება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გააფორმა.

„განვითარებულ გენერაციას სჭირდება ასეთივე განვითარებული გადამცემი ქსელები და ქსელური ინფრასტრუქტურა. EBRD - მა 90 მლნ ევროს ფინანსური რესურსი გამოიყო იმისთვის, რომ საქართველოში აშენდეს 150 კმ-ზე მეტი ახალი გადამცემი ქსელი, შესაბამისი ქვესადგურები და მთლიანობაში გაძლიერდეს ჩვენი ენერგეტიკული სისტემა, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა“,  - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ EBRD-თან გაფორმებული შეთანხმების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის განხორციელებას შეეწყობა ხელი. 

მინისტრის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ენერგეტიკული რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, რასაც ყოველთვის აღნიშნავს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ლაჯანური - წყალტუბოს, ნამახვანი - წყალტუბოს, ნამახვანი - ტვიში - ლაჯანურის, ნენსკრა - მესტიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, ასევე აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში შემავალი ქვესადგურებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა და გაფართოება.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა. „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებას, ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას. მას სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2026 წლის ზაფხულში დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა
ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბავშვების დაახლოებით მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics