|
2020-07-17 17:25:06, 5149 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - პანდემიის პერიოდში „ჰუალინგ ჯგუფის" მიერ 15 მლნ ლარის ინვესტიცია იმის დასტურია, რომ საქართველო ეპიდემიოლოგიურად და ბიზნესისთვის უსაფრთხოა
მოხარულები ვართ, რომ „ჰუალინგ ჯგუფმა" საქართველოში კიდევ ერთი მსხვილი პროექტი დაასრულა - ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის" ასაშენებლად 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და ეს ინვესტიცია ორმაგად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტი საქართველოსა და მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, პანდემიის დროს განხორციელდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, მთლიანობაში „ჰუალინგ ჯგუფმა" საქართველოში 600 მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირება მოახდინა. ნათია თურნავას განცხადებით, ჰიპერმარკეტში, რომელიც 12 000 კვმ. ფართობზეა განთავსებული, იყიდება როგორც მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილი საშენი მასალები, ასევე ქართული მასალები. თუმცა სასურველია, უფრო მეტი ქართული საშენი მასალა იყოს წარმოდგენილი. „პანდემიის პერიოდში განხორციელებული ჰუალინგ ჯგუფის" ეს პროქტი და ინვესტიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა ეპიდემიოლოგურად და ბიზნესისთვის. ეს პროექტი ასევე ერთ-ერთი მაგალითია, როგორ შეიძლება ქართულმა ბიზნესმა, ინვესტორმა პრობლემა ახალ შესაძლებლობად აქციოს - იმის გამო, რომ ჰიპერმარკეტის დასრულება საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა და შეუძლებელი იყო ფიზიკური ვაჭრობა, ჰიპერმარკეტმა ფუნქციონირება ონლაინ რეჟიმში დაიწყო", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც კარგ, დადებით გაკვეთილს გამოვიტანთ პანდემიიდან და პანდემიის შემდეგ, მათ შორის ონლაინ, დისტანციური სერვისების დანერგვით. ნათია თურნავას განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „მიჰაუსის" ჰიპერმარკეტში 150 ადამიანი დასაქმდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე.
სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა
ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბავშვების დაახლოებით მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)