14:53 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 12:52:12, 2933 ნახვა

ეკონომიკა
ჩირუხის მთაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნება

აჭარაში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფცია დამუშავების ეტაპზეა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გაიმართა, 10-მდე სხვადასხვა შინაარსისა და მასშტაბის კონცეფცია განიხილეს. მათ შორის არის ჩირუხის მთასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ექსტრემალური, სათავგადასავლო და სოფლის ტურისტული პროდუქტების  შექმნისთვის საჭირო ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები. 

ჩირუხის მთაზე ახალი ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის შექმნით, შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გაკეთდება. პროექტზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტები განვითარების სააგენტომ მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო. 10 დღეში, ჩირუხის მთის ტურისტული განვითარების კონცეფციის საბოლოო ვარიანტი მზად იქნება, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურული პროექტი, ასევე მისი მართვისა და მენეჯმენტის გეგმა მომზადდება. დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მინისტრის მოადგილე ტურიზმის მიმართულებით, შუახევის მერი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩირუხის მთა, შუახევში ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს, საიდანაც იალაღებსა და პატარა ტბებზე ულამაზესი ხედები იშლება. მთას სხვადასხვა ტურისტული ბილიკი უკავშირდება, რომელიც განსხვავებული ტურისტული პროდუქტების განვითარების საშუალებას იძლევა. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტებს ამჟამად ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის თავაგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე შეუძლიათ. 

 


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - ნიკა მელიას ბევრი რამ გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა
ჯაშუშობისთვის დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბავშვების დაახლოებით მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics