13:51 - 01 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 10:42:13, 3079 ნახვა

ეკონომიკა
თურნავამ პოლონეთის ელჩთან უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პოლონეთის ელჩთან საქართველოში მარიუს მაშკიევიჩთან ორ ქვეყანას შორის უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც წარმატებით ართმევს თავს პანდემიის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებს, დაინტერესებულია პოლონეთთან უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში პირდაპირი ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის აღდგენით.

მისი თქმით, ბოლო წლებში პოლონეთიდან ვიზიტორთა ზრდა ორნიშნა იყო, რასაც ხელს უწყობდა პოლონეთის რამდენიმე ქალაქთან პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი იქნება იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველო შეძლებს მოგზაურთა მიღებას და მათთვის უსაფრთხო ტურისტული სერვისების შეთავაზებას.

თავის მხრივ, პოლონეთის ელჩმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ქმედებებზე კოვიდ-19 - ის გავრცელების პრევენციის მიზნით და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მიმართულების, პოზიციონირებას.

შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ წარმატებით გაგრძელდება მუშაობა თანამშრომლობის ფორმებზე საქართველოსა და პოლონეთს შორის, რომელიც ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას, აღადგინოს ორმხრივი ტურისტული ნაკადების უსაფრთხო მიმოსვლა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკისგან
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბავშვების დაახლოებით მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
დათუნაშვილი - ოცნების მთავრობამ, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გადაწყვიტა, შექმნას მორალის პოლიცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics