|
2020-06-01 13:17:52, 1423 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ამაყები ვართ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები
საქართველოს საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. საწვრთნელი აუზი სტუდენტებსა და მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. აუზის მშენებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება. ნათია თურნავასთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს და საზღვაო აკადემიაში საგანმანათლებლო პროცესს გაეცნენ აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი. „მეზღვაურის პროფესია მამაცი ადამიანების პროფესიაა. მეზღვაურებს უწევთ ბევრ გამოწვევასთან გამკლავება და ამაყები ვართ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. იმისთვის, რომ მეზღვაურთა კვალიფიკაცია უფრო მეტად ავამაღლოთ, საზღვაო აკადემიაში სპეციალური საწვთნელი აუზი აშენდება, სადაც ჩვენი აკადემიის კურსანტები წვრთნებს გაივლიან და დაეუფლებიან ცოდნას, რაც დაკავშირებულია გადარჩენის ოპერაციებთან," - განაცხადა ნათია თურნავამ აკადემიაში სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ. ამ ეტაპზე საქართველოს საზღვაო აკადემიაში საზღვაო განათლებას 2000-ზე მეტი სტუდენტი იღებს. მინისტრის განცხადებით, მზარდი რაოდენობის პარალელურად, აუცილებელია ქართველი მეზღვაურები კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი იყვნენ საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, ამიტომ მათი წვრთნაც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს. მრავალფუნქციური აუზი სრულიად კომფორტული და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული იქნება. სხვა ფუნქციებთან ერთად, აღჭურვილი იქნება ამინდის მოდელირების შესაძლებლობით. კურსანტები წვრთნებს უმაღლეს დონეზე, რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან, მაგალითად: შტორმის დროს სამაშველო კანჯოთი და ტივტივათი მანევრირება, გემიდან წყალში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა და სხვ. აუზის მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 1 496 319 ლარს შეადგენს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბავშვების დაახლოებით მესამედი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
საქართველოში დენგეს ვირუსი დაფიქსირდა
დათუნაშვილი - ოცნების მთავრობამ, პრობლემების მოგვარების ნაცვლად, გადაწყვიტა, შექმნას მორალის პოლიცია
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
|
რედაქტორის რჩევით
ვინ დააშინა პოლიციის ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილის ოჯახი - რატომ ითხოვს ძმა საზოგადოებრივი ინტერესის მინელებას
რა არის სუპერ ელ-ნინიო (Super El Niño) და დაატყდა თუ არა საქართველოს და მსოფლიოს უჩვეულო კლიმატი
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)