გიორგი ჭიღვარია: თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან
„თვითმმართველობა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს დგას ხალხთან, ამიტომ ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქალაქის სწორი განვითარება“, - ამის შესახებ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გიორგი ჭიღვარიამ, ჟურნალისტებს თვითმმართველობის არჩევნებში მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა.