საქართველოში დაკავებულ უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ყოფილ მოადგილეს, იგორ კირიუშინს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება 14 აპრილს დასრულდება.
სასამართლომ ბათუმის მოვლენების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლა.
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ინფორმაციით, საქართველოში ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე იგორ კირიუშინი დააკავეს, - ამის შესახებ ლუცენკო სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ხ.ც. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაზე, მოყვანაზე ან კულტივირებაზე თავისუფლების აღკვეთა უქმდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩ. დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და ლატვიის რესპუბლიკის შს მინისტრმა რიჰარდს კოზლოვსკისიმ ხელი მოაწერეს ოქმს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
სააქციო საზოგადოება „თბილისის თამბაქოს“ ადვოკატი და წარმომადგენელი გიგა კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენ ფადი ასლის ქართული თამბაქოს ბიზნესის დასამარება სურს, რასაც სასამართლოზე ზეწოლით ცდილობს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More