|
2015-07-20 11:24:16, 481 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობაზე 6 წლით დაინიშნება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი დაამტკიცებს. აღნიშნულს “სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ითვალისწინებს. კანონმდებლობის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობაზე 6 წლით დაინიშნება და ის ანგარიშვალდებული იქნება, როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე. ცნობისთვის, დღეს, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა წარადგინა. შეგახსენებთ, „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ კანონით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდა. შსს-ში დარჩა ყველა პოლიციური დანაყოფი, ხოლო უშიშროება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართულებებად განისაზღვრა: საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა. ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა, კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში იქნება შემდეგი დანაყოფები: კონტრდაზვევრვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი ე.წ. შავნადაბას დანაყოფი.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)