|
2026-07-07 15:31:21, 258 ნახვა
პოლიტიკა
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის. "პირველებმა" გაარკვია, რომ აღნიშნულ ადგილას, თავდაპირველად კორპუსს "ცენტრ პოინტი" აშენებდა, ხოლო შეჩერებული მშენებლობის განსაახლებლად მიწა შპს "საბურთალოს" გადაეცა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელებს შორის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძეა, დანარჩენი წილი კი ანა გოგიშვილს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ "ცენტრ პოინტის" გაჩერებული მშენებლობა ახალ კომპანიას თბილისის მერიის შუამავლობით გადაეცა. ანა გოგიშვილი "პირველებთან" განმარტავს, რომ ვინაიდან ვასილ მხეიძეს სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი უკვე გამოუტანეს, 50%-იანი წილის დაბრუნებას გეგმავს.
"ცენტრ პოინტის" კომერციული დირექტორი, პაატა სვანიძე "TV პირველს" უდასტურებს, რომ "ცენტრ პოინტის" შემდეგ ყველაფერი კომპანიას, რომელსაც ანა გოგიშვილი ფლობს, 2020 წელს მერიის ჩართულობით გადაეცა. მისი თქმით, 2020 წელს ყველა წილის მფლობელი იყო ანა გოგიშვილი, თუმცა 2023 წელს შემოდის ახალი პარტნიორი - ვასილ მხეიძის კომპანია.
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)