|
2015-07-18 18:11:09, 425 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია “STOP RUSSIA“ მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია „STOP RUSSIA” როკ მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. როგორც ადგილიდან „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას აპროტესტებენ. მათ ადგილზე საქართველოსა და უკრაინის დროშები, ასევე ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი წარწერით - „STOP RUSSIA“, „FUCK PUTIN“, „არა კოლაბორაციონიზმს“, „STOP BIDZINA“. „პირველ რიგში აქციის მიზანია რუსეთის ქმედებების მიმართ პროტესტის გამოხატვა და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების რუსული პოლიტიკის მიმართ პროტესტის გამოხატვა. იმიტომ, რომ მიგვაჩნია, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, ხელს უწყობს არა მშვიდობის დამყარებას, არამედ კიდევ უფრო დასუსტებას. ახლა რაც ხდება, არაფერია, თუ არა დასუსტება. ხშირად ამბობენ იმას, რომ ვინც აპროტესტებს ხელისუფლების პოლიტიკას, იმათ უნდათ ომი, არა, ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა. უბრალოდ ვამბობთ, რომ ამ გზით მშვიდობას ვერ მივაღწევთ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა. აქციაზე დაახლოებით 500 ადამიანი შეკრებილი. რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას რიგითი მოქალაქეები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „თავისუფალი ზონის“ წევრებიც შეუერთდნენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)